„საქართველოს განვითარების ფონდმა“ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

02 თებ 2024 0 453

   

„საქართველოს განვითარების ფონდმა“ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს უმასპინძლა.

ფონდში გამართულ გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული, კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა ელჩს რეფორმის შედეგად განხორციელებული ცვლილებები გააცნეს, ფონდის საქმიანობასა და სხვადასხვა რეგიონში შესრულებულ საინვესტიციო პროექტებსა და ფონდის მანდატზე ესაუბრნენ.

საქართველოში იაპონიის ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკმა აღნიშნა, რომ მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა და ამ მხრივ, „საქართველოს განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ელჩმა აღნიშნა, რომ იაპონელი ინვესტორების დაინტერესება საქართველოთი სულ უფრო მზარდია. მხარეებმა ლოჯისტიკის, ენერგეტიკისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები