გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის დირექტორი ჩინეთში სემინარზე სიტყვით გამოვიდა

02 აპრ 2018 0 2318

   
One Belt One Road Eurasia Center-ის ორგანიზებით, ჩინეთის გუანდონგის პროვინციაში საინვესტიციო და ბიზნეს ურთიერთობების ხელშეწყობის სემინარი ჩატარდა, რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი კომპანიები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის დირექტორმა თამარ ნამორაძემ საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ისაუბრა და „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა.
 
ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა ისაუბრა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა ცენტრის ხელმძღვანელი ჰომერი იუ და ქალაქ გუანჭოუს ჰუანგფუს ოლქის დირექტორი ჰუანგ ვენმინი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ნეპალის კონსული გუანჭოუში და One Belt One Road Eurasia Center-ის მალაიზიის წარმომადგენლობა.
 
ქალაქ გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდისა" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი წარმომადგენლობა 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა. წარმომადგენლობა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს. ასევე, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებს.
 
:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები