„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ფონდში ჩინურ კომპანია „Emeishan Gongping Environmental Technology“-ის დელეგაციას შეხვდა

21 მაი 2018 0 2257

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინური კომპანია „Emeishan Gongping Environmental Technology“-ის დელეგაცია მიიღო. ჩინური კომპანია, საქართველოს გადამამუშავებელ მრეწველობაში საწყის ეტაპზე 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. 

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროექტის განხორციელების პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად ნარჩენი საბურავების რაოდენობა საქართველოში 13 500 ტონას შეადგენს, რაც გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს.

კომპანიის წარმომადგენლებმა „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს პრეზენტაცია წარუდგინეს და საწარმოს მნიშვნელობისა და ფუნქციონირების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.  გარდა საბურავებისა, საწარმო ნეილონის გრანულების, ფოლადის მძივებისა და რეზინის პროდუქციის გადამუშავებასაც ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, გადამამუშავებელი საწარმო პირველ ეტაპზე პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში გეგმავს.  

კომაპანია „Emeishan Gongping Environmental Technology“-ის მენეჯმენტს, თავის მხრივ, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდის მანდატი, პრიორიტეტები და განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.

ფონდში გამართულ შეხვედრას „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნინო ჩოლყაშვილი, ჩინური კომპანია „Emeishan Gongping Environmental Technology“-ის აღმასრულებელი დირექტორი ინ ჩენგი და კომპანიის თანადამფუძნებლები - ვან გდელიანგი და ლი პო ესწრებოდნენ.

კომპანია „Emeishan Gongping Environmental Technology“-ის დელეგაციის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებიან.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები