გიორგი დანელიამ ჰონგ-კონგელ ბიზნესმენებს „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო

21 სექტ 2018 0 102

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი დანელიამ საქართველოში ოფიციაური ვიზიტით მყოფ ჰონგ-კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას  ფონდის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები ვიზიტის ფარგლებში  გამართულ ბიზნეს ფორუმზე გააცნო.

ჰონგ-კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას საქართველოში სააგენტო „აწარმოე საქართველო“ მასპინძლობს. ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, დელეგატებმა  ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ბიზნეს ფორუმის მონაწილეები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსურ მექანიზმებს, ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მემორადუმს მოეწერა ხელი.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები