დავით მაჭავარიანი: „რუხის სავაჭრო ცენტრში ტექნოპარკის ამოქმედება რეგიონის და დეფაქტო საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს მისცემს“

16 ნოემბ 2018 0 146

   

„საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანია „რუხის სავაჭრო ცენტრში“ ინოვაციების ცენტრი (ტექნოპარკი) გაიხსნა. ტექნოპარკის ამოქმედება „რუხის სავაჭრო ცენტრს“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას შესძენს.

„რუხის სავაჭრო ცენტრში“ არსებული ტექნოპარკი რეგიონის და დეფაქტო საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის მიმართულებით, ცოდნის მიღებისა და ინოვაციური ბიზნეს პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს“, განაცხადა „რუხის სავაჭრო ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა დავით მაჭავარიანმა.

სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში ტექნოპარკის გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე და  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ, რომლებიც პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენოს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე მეწარმეობის მიმართულებით.

ინოვაციების ცენტრში პერმანენტულად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები. რეგიონში და დეფაქტო საზღვრის მიღმა მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს მხარდაჭერით,  ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები.

„რუხის სავაჭრო ცენტრი“ „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა და ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები