„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი KfW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა

03 აგვ 2017 0 2994

   

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე გერმანიის განვითარების ბანკის KfW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს კლაუს ვეიგელს შეხვდა. 

 
„საპარტნიორო ფონდში" გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მწვანე კლიმატის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ფონდის მენეჯმენტმა გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს ამ მიმართულების პროექტები გააცნო. KfW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ „საპარტნიორო ფონდის" მიერ წარმოდგენილ პროექტებს კომპანია უფრო დეტალურად განიხილავს. 
 
ამჟამად, „საპარტნიორო ფონდი" მწვანე კლიმატის ფონდის აკრედიტაციას გადის, რის შემდეგაც ფონდს საშუალება მიეცემა, უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ მიმართულების პროექტების დაფინანსებაში. გერმანიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა ამ პროცესის ერთერთი ხელშემწყობი ფაქტორია. 
 
„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და KfW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა კლაუს ვეიგელმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და უფრო დეტალური მუშაობის გაგრძელება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაგეგმეს. შეხვედრას „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნინო ჩოლოყაშვილი ესწრებოდნენ. 
:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები