საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის განცხადება

01 აგვ 2017 0 2303

   

პროექტირების, შესყიდვის, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღების (EPIC) მომსახურება მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვისბოლო ვადა: 2017 წლის 14სექტემბერი,      17.00 სთ  საქართველოს დროით ქვეყანა:საქართველოRef.-N°: BMZ # 209918129 პრეკვალიფიკაცია Ref.:საერთაშორისო, ღია ტენდერი სამგორის სამხრეთ თაღის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტზეტენდერის გამომცხადებელი:საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ)პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები:საქართველოში გაზის მარაგების შესანახი სივრცის საჭიროების გამო, სნგკ-მ გადაწყვიტა შენახვის, ჩაჭირხვნისა და ამოღების საშუალებების უზრუნველყოფა (სამგორის სამხრეთ თაღის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი) შემდეგი ქმედებების განხორციელებით:

 
-     2 საძიებო ჭაბურღილის ბურღვა, რომელიც მიზნად ისახავს ობიექტების საოპერაციო პარამეტრების გამყარებას-     ცენტრალური გაზის დამუშავების სადგურის მონტაჟი (გაზის პირველადი მომზადებისა და კომპრესიის ჩათვლით)-     ცალკე გაზის გამზომი სადგურის მონტაჟი -     ელ. კვების წყაროს მონტაჟი (გამზომი შენობისა და ელ-შენობის ჩათვლით) ცენტრალური გაზის დამუშავების სადგურისა და გაზის გამზომი სადგურისთვის საჭირო ენერგიის მისაწოდებლად-     ორი ახალი 20” მილსადენის მონტაჟი, თითოეული დაახლოებით 4 კმ, ცენტრალური გაზის დამუშავების სადგურსა და მაგისტრალურ მილსადენს შორის (რომელიც ორი  28”/40” სატრანსპორტო მილსადენისგან შედგება) გაზის გამზომი სადგურის გავლით.-     ორი ჭაბურღილის საბურღი მოედნის (თითოეული მოიცავს ელ-შენობას) და მათთან დაკავშირებული გაზის პირველადი დამუშავების ობიექტების მონტაჟი და 6 ახალი საჭირხნი/ამომღები ჭაბურღილის ბურღვა და დასრულება 2 საბურღი მოედნიდან-     2 საბურღი მოედნის მიერთება ცენტრალურ გაზის დამუშავების სადგურთან ერთი ახალი 8” მილსადენისა და ერთი ახალი 10” მილსადენის მონტაჟით-     საბურღი მოედნის მონტაჟი ერთი წყლის საჭირხნი ჭაბურღილისთვის და ერთი წყლის საჭირხნი ჭაბურღილის ბურღვა და დასრულება-     3” და 4” თხევადი სატრანსპორტო მილსადენების მონტაჟი, თითოეული დაახლოებით 3 კმ სიგრძის, ერთი - რკინიგზის სადგურამდე ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, მეორე კი საჭირხნ ჭაბურღილამდე წყლის ტრანსპორტირებისთვის-     4 სადამკვირვებლო ჭაბურღილის ბურღვა-     2 საძიებო ჭაბურღილისა და სადამკვირვებლო ჭაბურღილების დამუშავება და დასრულება -     15 არსებული ჭაბურღილის ლიკვიდაცია მოთხოვნილი მომსახურება: სნგკ გეგმავს გამოცდილი და ფინანსურად მდგრადი კონტრაქტორების წინასაკვალიფიკაციო შერჩევას პროექტირების, შესყიდვის, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღების (EPIC) ერთი კონტრაქტისთვის სამგორის სამხრეთ თაღის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განსახორციელებლად. 
 
წინასაკვალიფიკაციო შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნას შემდეგი კრიტერიუმები:ა) მოთხოვნებთან შესაბამისობა; ბ) გასულ პერიოდში კონტრაქტის შეუსრულებლობა;გ) ფინანსური მდგომარეობა და მაჩვენებლები;დ) გამოცდილება გამოცდილი კონტრაქტორების პრეკვალიფიკაციაზე ვრცელდება „პარტნიორ ქვეყნებთან ფინანსური თანამშრომლობისას საქონლის, სამუშაოებისა და დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის გაიდლაინებით" (იხ.www.kfw-entwicklungsbank.de)გათვალისწინებული რეგულაციები. 
 
კონტრაქტი გაფორმებულ იქნება დამოუკიდებელ კონტრაქტორ ფირმასთან/ერთობლივ საწარმოსთან, რომელსაც გააჩნია დადასტურებული გამოცდილება ბუნებრივი გაზის ობიექტების სექტორში და მინიმალური საშუალო წლიური ბრუნვა 200 000 000 ევრო. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ბატონ ვახტანგ ხელაძეს - procurement@gogc.ge, СС: ბატონ იმედა კახიანს - i.kakhiani@gogc.ge  
:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები