დავით საგანელიძე: ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

30 აპრ 2019 0 152

   

“საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით გაიმართა. დავით საგანელიძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„ისრაელი აქტიურად არის წარმოდგენილი საქართველოს ბიზნეს სექტორებში. „საპარტნიორო ფონდის“ ერთ-ერთი საამაყო პროექტი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანაა, რომელიც სწორედ ისრაელთან პარტნიორობით განვახორციელეთ. დღეს საწარმოში პროდუქცია უკვე ბოინგისთვის მზადდება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსოფლიოს ავიაგიგანტ სხვა კომპანიებთანაც.  ისრაელს დიდი გამოცდილება აქვს ასევე, სტარტაპ პროექტების წარმატებით განხორციელებაში შესაბამისად, „საპარტნიორო ფონდის“ პროექტ „სტარტაპ საქართველოსთვის“ ებრაელი ინვესტორების დაინტერესება და მათი გამცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმს ისრაელიდან 100-მდე ბიზნესმენი და საქართველოს და ისრაელის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ფორუმის მიზანი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობაა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები