საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ პროექტ „GREENWAY“-ს პრეზენტაცია გამართა

26 ივლ 2017 0 1923

   

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" კიდევ ერთი პროექტის „GREENWAY"-ს პრეზენტაცია გამართა.  დამწყები სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში   უცხოელი ვიზიტორებისთვის ფუნქციონირებას პირადი ადვოკატის სააგენტო დაიწყებს.  

 
„GREENWAY"  მომსახურების სფეროს განვითარებაზეა ორიენტირებული. კომპანია უცხოელ სტუდენტებს, ბიზნესის კეთების მსურველებს, საერთაშორისო ტვირთმზიდი  ავტომანქანების მძღოლებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი  ავტომანქანებით გადაადგილდებიან  მაღალკვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს,  რაც ქვეყანაში მათ სტუმრობას და  გადაადგილებას  უფრო კომფორტულს  გახდის. უცხოელი ვიზიტორებისთვის „GREENWAY"-ს მომსახურება ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებს მოიცავს.
 
სერვისით მოსარგებლე პირები 24 საათის განმავლობაში მიიღებენ კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციას ქართულ, რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე. მომხმარებლები ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის დროს საქართველოს ყველა კუთხეში  უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფილი იქნებიან პირადი ადვოკატით, რომელიც მათ უფლებებსა და ინტერესებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაიცავს. 
 
„სტარტაპ საქართველოს" 79 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის 59 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს . „სტარტაპ საქართველომ" ცოტა ხნის წინ „ ავტომობილების ვერტიკალური პარკირების" და „ონლაინ კლინიკის" პრეზენტაცია გამართა, მათ საქმიანობა საქართველოს ბაზარზე უკვე დაიწყეს.
:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები