"SeedstarsWorld"-ზე ქართული სტარტაპ კომპანია "Lingwing"-ი 500,000 დოლარის მოსაპოვებად იბრძოლებს

30 ივნ 2019 0 694

   

გლობალური სტარტაპ კონკურსის „Seedstars თბილისი 2019“-ის გამარჯვებული უცხო ენების შემსწავლელი ონლაინ პლატფორმა  Lingwing-ი გახდა. საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორი SeedstarsWorld-ია, რომელიც სტარტაპ კონკურსის მეშვეობით მსოფლიოს 75 ქვეყანაში  ტალანტებს ეძებს და ინოვაციური მეწარმეობის განვითარებას უჭერს მხარს.

კონკურსი „Seedstars თბილისი 2019“-ი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ალიანს ჯგუფის, ვენჩორული კაპიტალის ასოციაციის, USAID-ის პროექტ „მმართველობა განვითარებისთვის“ G4G-ის, „საპარტნიორო ფონდის“ და მისი შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა. 

„Seedstars თბილისი 2019“-ის მონაწილეებს  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მიმართა. „დღეს ლიკანში ჩვენ ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონკურსს , რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე და თავიანთი ინოვაციური იდეები უცხოელ ინვესტორებს გააცნონ და შეთავაზონ . საპარტნიორო ფონდის ერთერთი პრიორიტეტია სტარტაპ-იდეების ხელშეწყობა და განვითარება. ამიტომაც სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მსგავს პროექტებს.“ -აღნიშნა დავით საგანელიძემ.  

Seedstars თბილისი 2019- ის კონკურსის ფარგლებში 20-ზე მეტი  სტარტაპი შეირჩა. იდეის ავტორებმა, სტარტაპ კონცეფციების მოსამზადებლად ტრენინგები მოწვეული მენტორების დახმარებით გაიარეს. კონკურსის გამარჯვებული კომპეტენტური ჟიურის მიერ  10 საუკეთესო სტარტაპიდან გამოვლინდა, რომელიც შვეიცარიაში, გლობალურ Seeedstars სამიტზე საქართველოს წარადგენს. სამიტის გამარჯვებულს კი  ინვესტიციის სახით მთავარი პრიზი 500 000 აშშ დოლარი გადაეცემა.

მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ შარშან ქართული ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პირველი ქართული კომპანია STYX საერთაშორისო კონკურსის  საუკეთესო ათეულში მოხვდა.  აღნიშნულ კონკურსში ძირითადად ახალგაზრდები  მონაწილეობენ, თუმცა ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ არის.

გლობალური სტარტაპ კონკურსი Seedstars 2019-ი საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება, ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს შესაძლებლობა აქვთ წელსაც გახდნენ Seedstars - ის გაერთიანების წევრი და იბრძოლონ მთავარი პრიზისთვის.

 

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები