„საპარტნიორო ფონდს“ პოლონურ-ქართული სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ეწვია

18 სექტ 2019 0 391

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში პოლონურ-ქართული სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი მარჩინ რუტოვიჩი მიიღო. შეხვედრას „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები გიორგი დანელია და გიორგი ხელაია ესწრებოდნენ.  

ფონდში გამართულ შეხვედრაზე დავით საგანელიძემ მარჩინ რუტოვიჩს ფონდის საქმიანობის ძირითადი სექტორები გააცნო და აღნიშნა, რომ პოლონეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ერთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ერთობლივ საინვესტიციო პროექტებზე მუშაობა ფონდისთვის მნიშვნელოვანია.   

პოლონურ-ქართული სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პალატის საქმიანობის ერთ–ერთი ძირითადი მიზანი პოლონური ინვესტიციების საქართველოს ბაზარზე შემოსვლაა. მისი თქმით, პოლონელი ბიზნესმენები განსაკუთრებულად დაინტერესებულნი არიან საქართველოში სოფლის მეურნეობისა და წარმოების სექტორებში  ინვესტირებით.  

მხარეებმა ამ მიმართულებით, შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და უახლოეს მომავალში, საქართველოში ბიზნეს ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სექტორით დაინტერესებულ პოლონელ ინვესტორებთან შეხვედრა დაგეგმეს.  

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები