საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი ხუნანის პროვინციის დელეგაციას შეხვდა

21 ივლ 2017 0 1934

   

საპარტნიორო ფონდს ხუნანის პროვინციის დელეგაცია ეწვია. საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფ დელეგაციას ხუნანის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის ვიცე გენერალური დირექტორი ბ-ნი ჭაო იუე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობეში არიან პროვინციის ბიზნეს წრეებისა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგნელები.

საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ ხუნანის პროვინციის დელეგაციის წევრებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. ხუნანის პროვინციის დელეგაციამ საქართველოს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ინვესტირების სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ბიზნეს გარემო განიხილეს. 

ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხუნანის პროვინციის დელეგაციისთვის რამდენიმე საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია მოაწყვეს. მათ შორის წყალტუბოს სპა და დასასვენებელი ცენტრებისა და რაჭის განვითარების გეგმის შესახებ, რომელიც შაორზე, უწერასა და შოვში სასტუმროების მშენებლობას მოიცავს. 

საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტული ამოცანები დასახეს. 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები