„საპარტნიორო ფონდმა“ ესპანეთში „ევროპის გრძელვადიან ინვესტორთა ასოციაციის“ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

24 ივლ 2023 0 921

   

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ ესპანეთის ქალაქ მადრიდში „ევროპის გრძელვადიან ინვესტორთა ასოციაციის“ (ELTI) 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე ტრადიციულად წარმოდგენილნი იყვნენ ევროკავშირის ქვეყნების განვითარების ფინანსური ინსტიტუტები. ხოლო ევროკავშირის არა-წევრი ქვეყნებიდან ღონისძიებაზე მიწვეული იყო მხოლოდ ორი ქვეყანა: საქართველოდან „საპარტნიორო ფონდი“, მისი აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით და მონტენეგროს განვითარების ფონდი.

„ჩვენთვის დიდი პატივია, ამ მასშტაბურ საიუბილეო ღონისძიებაზე „საპარნტიორო ფონდის“ მონაწილეობა. იმის გათვალისწინებით, რომ ღონისძიების მონაწილე ყველა ქვეყანა ევროკავშირის წევრია, ხოლო მონტენეგრო 2010 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, საქართველოს მონაწილეობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, აღნიშნა დავით საგანელიძემ.       

ორდღიან ღონისძიებას ესპანეთის განვითარების ბანკი („სახელმწიფო საკრედიტო ინსტიტუტი (ICO)“ და მისი დირექტორი ხოსე კარლოს გარსია დე კვევედო მასპინძლობდა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ესპანეთის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა ნადია კალვინიომ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, რიკარდო მოურინიო ფელიქსმა, ასევე საელჩოების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელმა პირებმა, ევროკომისიის წარმომადგენლებმა და ა.შ.   

ღონისძიების ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ და ფონდის ფინანსური დეპარტამენტის დირექტორმა იოსებ მამუკელაშვილმა სამუშაო შეხვედრები გამართეს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), საფრანგეთის სახელმწიფო საინვესტიციო ბანკის (BPI France), ევროპის საინვესტიციო ფონდის (EIF), ჩეხეთის განვითარების ბანკის (NRB), სლოვაკეთის საინვეტიციო ჰოლდინგის (SIH) და ლიეტუვას განვითარების ფინანსური ინსტიტუტის (INVEGA) წარმომადგენლებთან.

„ფონდის რეფორმირების ერთერთი მთავარი მიზანია, რომ მოხდეს ისეთი ინსტიტუციური გარდაქმნა, რაც „საპარტნიორო ფონდს“ დააახლოვებს ევროკავშირის ქვეყნების განვითარების ფონდებთან. მსგავს ფორმატში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან გამართული შეხვედრები მნიშვნელოვანია, როგორც ურთიერთგამოცდილების გასაზიარებლად, ასევე - დაფინანსებისა და ინვესტიციების მოზიდვის ახალი წყაროების გასაჩენად“, აღნიშნა დავით საგანელიძემ.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ საქმიან შეხვედრებზე გამოიკვეთა ევროკავშირის ქვეყნების განვითარების ფონდებსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის თანამშრობლობის კონკრეტული შესაძლებლობები, როგორც პირდაპირი გზით, ასევე - ევროკავშირის ინსტიტუციების მეშვეობით.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები