„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ საქართველო-კვიპროსის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ჩოლოყაშვილმა ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო თანადაფინანსების შესაძლებლობები გააცნო. ვრცლად: http://fund.ge/site/news/513