აგრობიზნესი
საქართველოს მრავალფეროვანი კლიმატური პირობები და ჯანსაღი ბიზნეს გარემო ხელშემწყობ პირობებს ქმნის მრავალნაირი ხილის, ბოსტნეულის, თხილის მოსაყვანად და გადასამუშავებლად. ევროპასთან სიახლოვე და განვითარებული სატრანსპორტო კავშირები ევროპასა და სხვა რეგიონებთან, ასევე ახალ სასოფლო-სამუერნეო პროდუქტებზე ადგილობრივი და რეგიონული მოთხოვნილების ზრდა, საქართველოს მიმზიდველს ხდის როგორც აგრობიზნესის განვითარების, ასევე ექსპორტის თვალსაზრისით. სხვა პროდუქტებთან ერთად, საქართველოს გააჩნია კონკურენტუნარიანი წყლის და ენერგო რესურსები. საქართველოს გააჩნია მზარდი ეკონომიკა, ლიბერალური შრომის ბაზარი და დაბალი შრომის დანახარჯები. დაბალი, ფიქსირებული გადასახადები და გამარტივებული საგადასახადო ადმინისტრირება უპირატესად ხელსაყრელია ექსპორტიორებისათვის.
მთლიანობაში, საქართველოს სოფლის მეურნეობას და კერძოდ, კი აგრობიზნესს, გააჩნია საინტერესო, ღირებული და მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობები. საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპის ფონზე იზრდება მოთხოვნა ხარისხიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. იზრდება საქართველოს, როგორც რეგიონული ეკონომიკური ცენტრის მნიშვნელობა და საქართველო წარმოადგენს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბიზნესის წარმოების ხელსაყრელ ადგილს შიდა თუ გარე, მეზობელი ქვეყნების მზარდი მოთხოვნის ზრდის ფონზე. მათ შორის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა, რომელთანაც საქართველომ ხელი მოაწერა ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.
საქართველოში აგრობიზნესის წარმოება ნიშნავს გამარტივებული, ხელსაყრელი და გააზრებული საგდასახადო კანონმდებლობით და სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობას, ასევე, მოგების მიღების შედარებით მოკლე ვადებს, მიწის საკუთრების ლიბერალურ მოდელს და მცირე წინასწარი კაპიტალდაბანდების საჭიროებას. განუზომლად დიდია დარგის პოტენციალი წარმოების მასშტაბის ეკონომიის და მოცულობის ხარჯზე, რომლის მიღწევაც შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ფერმერული საქმიანობის თანამედროვე მეთოდების დანერგვით მეცხოველეობაში და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებაში.
საპარტნიორო ფონდი ეხმარება კომერციულად სიცოცხლისუნარიან და მომგებიან სასოფლო-სამეურნეო პროექტებს. დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ პროექტის განხორციელება შეუძლებელია მხოლოდ კერძო სექტორის ძალისხმევით. პროექტში საპარტნიორო ფონდის მონაწილეობისას გათვალისწინებულია პროექტიდან დროული გამოსვლის პერსპექტივა, პროექტის წინასწარი პირობების ფინანსური მდგრადობა და პროექტის პოზიტიური მულტიპლიკატორის ეფექტის არსებობა. დაინტერესებულ ინვესტორებს, რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნეს იდეები შესაბამისობაშია საპარტნიორო ფონდის პრიორიტეტებთან, შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი ბიზნეს პროექტები. დამატებით, ინვესტორებს შეუძლიათ მომართონ ფონდის კვლევების სამსახურს და გაეცნონ საინტერესო ბიზნეს იდეებს. პრიორიტეტი ენიჭება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების და წარმოების პროექტებს.