ინფრასტრუქტურის პორტფელის მიზანია ხელი შეუწყოს ინფარსტრუქტურული პროექტების განვითარებას. მოხერხებული და გამართული ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა და უზრუნველყოფს არა მარტო ქვეყნის ეკონომიკის, არამედ ზოგადად, ყველა საზოგადოებრივი მექანიზმის გამართულ მუშაობას. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირება ერთის მხრივ კონკრეტული ინვესტორისთვის თუ სექტორისთვის მომგებიანი ბიზნესია, მეორეს მხრივ ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობა გადამწყვეტი ფაქტორია სხვა დარგების განვითარებისთვის. წარმოუდგენელია საგზაო, სატრანსპორტო, სავაჭრო, საინფორმაციო, კავშირგაბმულობის, ტურისტული, საწარმოო თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის გარეშე ეკონომიკის განვითარება. თავის მხრივ, ინფრასტრუქტურული პროექტები საკმაოდ ბევრ სამუშაო ადგილს ქმნის, შემოაქვს ბევრი ახალი ტექნოლოგია და განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. რადგან ბოლო წლებში საქართველო ყალიბდება, როგორც რეგიონული სავაჭრო, სატრანსპორტო და ტურისტული ცენტრი.
ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ კერძო ინვესტორების და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, დიდი მოცულობის ინვესტიცია განათავსა ძირითად ინფრასტრუქტურაში. ამ კუთხით საქართველოს გააჩნია კონკურენტული უპირატესობა, რაც გამოიხატება გეოგრაფიულ მდებარეობაში, რასაც ბუნებრივია გამართული ინფრასტრუქტურა უნდა დაემატოს.
საპარტნორო ფონდის მიზანია, რომ ხელი შეუწყოს ინფარსტუქტურული პროექტების განვითარებას, რომ წარმატებით იქნეს გამოყენებული საქართველოს პოტენციალი. ფონდის მონაწილეობა ინფარსტუქტურულ პროექტებში დამოკიდებულია ამ პროექტების სტრატეგიულ დ აკომერციულ მხარეზე. საკუთარი მანდატიადნ გამომდინარე, ფონდი არ ჩაენაცვლება კერძო სექტორს, პირიქით ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კიდევ უფრო აქტივობას.