წარმოება

საპარტნიორო ფონდის პორტფელში შედის წარმოებასთან დაკავშირებული რამდენიმე საინვესტიციო სქემა. ამასთან, არის სხვა მიმართულებების განხილვის მზადყოფნაც. მაგალითად, მიმდინარეობს მუშაობა ტანსაცმლის, ნართის და საფეიქრო წარმოების ხელშეწყობის მიზნით. მიმდინარეობს ახალი მიმართულებების ძიება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მრეწველობის განვითარებისათვის, სადაც საქართველოს დიდი გამოცდილება გააჩნია.

პროფესიული ცოდნა, წარსულის გამოცდილება, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ღია და ლიბერალური ვაჭრობა, შედარებით იაფი მუშახელი, მდიდარი ადამიანური რესურსები, გამოცდილება მრეწველობის სხვადასხვა დარგებში, განვითარებული ინფრასტრუქტურა როგორც ქვენის შიგნით, ასევე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ინვესტორებისათვის ხელსაყრელი დაბალი გადასახადები, სანდო და შედარებით იაფი კომუნალური მომსახურება (ელექტროენერგია, წყალი და ა.შ.) ამცირებს ბიზნესის წარმოების ხარჯებს და ბიუროკრატიულ ბარიერებს, რაც საქართველოს კონკურენტუნარიანს ხდის როგორც რეგიონში, ისე გლობალურად. წარმოების შესაძლებლობების განვითარება საშუალებას აძლევს საქართველოს მოემსახუროს როგორც შიდა, ისე რეგიონულ ბაზრებს. გარდა ამისა, საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება ოფშორინგის, აუტსორსინგის და დამატებული ღირებულების გლობალური სისტემის მართვის ტენდენციების კონტექსტში. საქართველოს ლიბერალური ეკონომიკური მოდელი, ვაჭრობის ღიაობა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი რეგიონის ქვეყნებთან, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, კიდევ უფრო ამაღლებს საქართველოს პოტენციალს, რომ გახდეს რეგიონის გადამამუშავებელი მრეწველობის ცენტრი.

საპარტნიორო ფონდი მზადაა განიხილოს წარმოებასთან დაკავშირებულ პროექტებში ინვესტიციების ჩადების საკითხი, თუ ამ პროექტებს ექნება ჯანსაღი ბიზნეს დინამიკა, იქნება ფინანსურად ეფექტური და შექმნის სამუშაო ადგილებს. ამასთან, ფონდი მოწადინებულია ხელი შეუწყოს კერძო საქმიანობას, ვიდრე ჩაანაცვლოს იგი.