მერაბ კაკულია
მერაბ კაკულია სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ 2023 წლის სექტემბერში აირჩიეს.
მას საფინანსო და ეკონომიკურ სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს:
2015 წლიდან იყო სს „საპარტნიორო ფონდის“ კონსულტანტი რეფორმირებისა და რეორგანიზაციის საკითხებში, შემდეგ – ფონდის შვილობილი ორგანიზაციის „საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის“ მთავარი ეკონომისტი და ანალიტიკური ჯგუფის უფროსი, 2020-2023 წლებში კი „საპარტნიორო ფონდის“ რისკების მართვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
მერაბ კაკულია წლების განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (1993-2005).
2005-2010 წლებში იყო ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) მთავარი ეკონომისტი.
ამავე დროს, იგი ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) წამყვანი მკვლევარი და GIPA-ს ეკონომიკის პროფესორი.
იგი ფლობს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხს. აკადემიური დოქტორის ხარისხი (PhD) მან მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა, ხოლო საბაზო განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით. 1989-1990 წლებში მან პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა ქ. ვენაში, წამყვან ავსტრიულ ბანკებში.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. არის 50-მდე აკადემიური პუბლიკაციისა და წიგნების ავტორი.