
ნანა ადეიშვილი
ნანა ადეიშვილი სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2023 წლის სექტემბერში აირჩიეს. ამავდროულად, იგი არის ფონდის აუდიტის კომიტეტის წევრი.
მას აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება ეკონომიკური პოლიტიკის, კერძო სექტორის განვითარების, კონკურენტუნარიანობის, საინვესტიციო კლიმატის და დარგობრივი კვლევისა და ინოვაციური და კლასტერული პოლიტიკის შემუშავების საკითხების მიმართულებით ევროპისა და აზიის 13 განვითარებად ქვეყანაში როგორც პროექტის მენეჯერის, ასევე ექსპერტის რანგში.
მუშაობდა მსოფლიო ბანკის სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტად, მათ შორის, იყო საინვესტიციო კლიმატისა და აგრობიზნესის განვითარების პროექტის ჯგუფის უფროსი (ალბანეთი, 2017), ინდუსტრიის ღირებულებათა ჯაჭვის ექსპერტი (ტაჯიკეთი, 2016-2017), საქართველოში ინოვაციური პოლიტიკის შემუშავების მიმართულების კონსულტანტი (2013-2014), კერძო სექტორის განვითარებისა და საინვესტიციო კლიმატის პროექტების ექსპერტი საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, სომხეთში, მაკედონიაში და სხვ.
დარგობრივი და კლასტერული განვითარების მიმართულებით იყო ექსპერტი მსოფლიო ბანკის კონკურენტუნარიანობის ჯგუფში, თურქეთში (2007-2008), ეთიოპიაში (2010), ბელარუსში (2009). იყო 15 მლნ პროექტის ხელმძღვანელი კერძო კომპანიების რესტრუქტურიზაციისა მიმართულებით საქართველოში (CERMA) (1997-2004) და ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკის ექსპერტი უკრაინაში (1998-2003).
საერთაშორისო ორგანიზაციებში მისი გამოცდილება აგრეთვე მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: თბილისის ტრანსპორტის რეფორმა აზიის განვითარების ბანკში (ADB) და ევროპის და რეკონსტრუქციის ბანკი. იკავებდა მდგრადი განვითარების ქვეპროექტის „მომავლის ქალაქები-მომავლის ქალები“ ეროვნული პროგრამის მენეჯერის (2020-2022), ურბანული მენეჯმენტის სპეციალისტისა (2020) და ეროვნული პროგრამის „მომავლის ქალაქები“ მენეჯერის პოზიციებს (2016-2019).
2005-2006 წლებში მისი ხელმძღვანელობით გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მოხდა საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის რესტრუქტურიზაცია და პროვატიზაცია
მოადგილედ.
აქვს პედაგოგიური გამოცდილება მაკროეკონომიკაში, დემოგრაფიისა და სტატისტიკის, სტრატეგიულ და მარკეტინგულ მენეჯმენტში. 2004-2006 წლებში იყო სერმას მენეჯმენტის სკოლის ლექტორი და დამფუძნებელი.
კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) ეკონომიკური პოლიტიკის მენეჯმენტის მაგისტრი და არის ბლედის საერთაშორისო მენეჯმენტის სკოლის (სლოვენია) ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი.
ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხს ეკონომიკის მიმართულებით.
ნანა ადეიშვილი 2003-2005 წლებში იყო ბარსელონის კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის კლასტერული პოლიტიკის პრაქტიკოსთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი როგორც ქართულ, ისე უცხოურ სამეცნიერო გამოცემებში.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.