
იოსებ მამუკელაშვილი
იოსებ მამუკელაშვილი „საპარტნიორო ფონდში“ 2012 წლის დეკემბრიდან მუშაობს. 2014 წლის იანვრიდან 2020 წლის მაისამდე ეკავა ფონდის ფინანსური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია. 2020 წლის მაისიდან კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის დირექტორია.
2014-2019 წლებში იყო სამშენებლო მასალების საწარმოს, სს „პანექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
2015-2016 წლებში მუშაობდა საავიაციო ნაწილების საწარმოს, სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“-ის (ATC) ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.
2011-2012 წლებში მუშაობდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია “Ernst & Young”-ის თბილისის ოფისში (EY Georgia), აუდიტორის პოზიციაზე.
2009 წელს მიენიჭა რენდოლფ-მეიკონის კოლეჯის ბაკალავრის ხარისხი (Randolph-Macon College, ვირჯინია, აშშ) ფინანსური აღრიცხვისა და ეკონომიკის მიმართულებით, ხოლო 2010 წელს - ვირჯინიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხი (The University of Virginia, აშშ) ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით. 2011 წლიდან დღემდე ფლობს აშშ-ის სერტიფიცირებული დამოუკიდებელი აუდიტორის (Certified Public Accountant) ლიცენზიას.
2018 წელს წარჩინებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი.
2019 წლიდან დღემდე არის „კავკასიის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი და 10-მდე აკადემიური სტატიის ავტორი. შესრულებული აქვს ერთი სახელმძღვანელოს თარგმანი.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.