ვახტანგ ჯორბენაძე
ვახტანგ ჯორბენაძე ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე 2021 წლის დასაწყისიდან მუშაობს.
ფონდის გუნდს იგი 2013 წლიდან შეუერთდა, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.
მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორებს. იგი სხვადასხვა დროს საქართველოს ეკონომიკის, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროების იურიდიულ დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, მუშაობდა იურისტად იურიდიულ ფირმა „VBAT“-ში და ფონდის შვილობილ კომპანიაში.
ვახტანგ ჯორბენაძემ 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. მას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, 2011 წელს კი, წარმატებით გაიარა პროფესიული კურსები საერთაშორისო-სამართლებრივ და სამხედრო-სამართლებრივ საკითხებზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საერთაშორისო-სამართლებრივი კვლევების ინსტიტუტში.