
ნინო ქვარიანი
ნინო ქვარიანი სს „საპარტნიორო ფონდში“ 2017 წლიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობს.
2014-2017 წლებში იგი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობდა საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციაზე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საკომუნიკაციო სტრატეგიების მიმართულებით.
2012-2013 წლებში ნინო ქვარიანი საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო კანცელარიაში საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობდა.
2011-2012 წლებში იყო მედია ჰოლდინდ „პალიტრა მედიაში“ შემავალი კომპანია „რადიოცენტრ პლუს“-ის დირექტორი
2003-2011 წლებში იყო საკონსულტაციო კომპანია „პიარპოლისის“ დირექტორი
2006-2008 წლებში იყო უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG)-საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი და მისი შვილობილი კომპანიის „ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის“ აღმასრულებეილი დირექტორი
1999-2005წწ - ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, დამფუძნებელი
ნინო ქვარიანი არის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი, დამთავრებული აქვს საქართველოს მეცნიერების აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1997-2000 წწ ); იყო ამავე სამეცნიერო ინსტიტუტის სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილების უფროსი ლაბორანტი (1996-1997წწ)
ასევე, ნინო ქვარიანი ტრენიგ-მოდულების ავტორი და ტრენერია „საზოგადოებასთან ურთიერთობებისა“ და „ლიდერობის ფსიქო-სოციალური მექანიზმების“ მიმართულებით.
1997 წლიდან კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში: ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტში, თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.