ბექა მესაბლიშვილი
ბექა მესაბლიშვილი ფონდში 2016 წლის იანვრიდან მუშაობს. თავდაპირველად, იგი საინვესტიციო პროექტების კონსულტანტი იყო. მოგვიანებით, ფონდის შვილობილი კომპანიის, შპს „პროექტის“ დირექტორი გახდა და საქართველოში ავიასტრუქტურების ქარხნის (ATC) მშენებლობის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა. 2017 წლიდან ფონდის პროტოკოლის სამსახურის უფროსად დაინიშნა.
ბექა მესაბლიშვილის გამოცდილება, ასევე, მოიცავს საქართველოს პარლამენტში პროტოკოლის სამსახურის უფროსად, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში მრჩევლად და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC-ის) გენერალური მდივნის თანაშემწედ მუშაობის პერიოდს.
1989 წელს ბექა მესაბლიშვილმა დაამთავრა დიდი ბრიტანეთის კენფორდის სკოლა გამოთვილითი ტექნიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის განხრით, 1996 წელს – თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 2003 წელს – ქ. თბილისის პოლიტიკური აკადემია, საერთაშორისო სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
ფლობს ინლისურ, რუსულ და თურქულ ენებს.