ავთანდილ ძაგანია

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი

 ავთანდილ ძაგანია ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორად 2023 წლის ივნისში დაინიშნა.

მას ფინანსური მომსახურებისა და საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. თავისი კარიერის მანძილზე მას ფინანსური მრჩევლის პოზიციები ეკავა:

საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანია „PWC პარიზის“ ოფისის ფინანსური მრჩეველი (2000-2003);

საფრანგეთის წამყვან ფინანსური მომსახურების კომპანია „Rothschild“-თან თანამშრომლობდა ბიზნეს განვითარების მიმართულებით (2017-2022).

ფლობს პარიზის საერთაშორისო დიპლომატიური აკადემიის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მიმართულებით.

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.