ევგენი პეევსკი
ევგენი პეევსკი სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მმართველ გუნდს 2023 წლის დეკემბრიდან შემოუერთდა, აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე. 2024 წლის იანვარში კი რისკებისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა.
მას ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს ენერგეტიკის სფეროში, ინფრასტრუქტურის სექტორსა და კომპლექსურ საფინანსო სტრუქტურებში, რისკების მართვისა და ანალიზის, ფინანსური მოდელირებისა და პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაციის მიმართულებებით.
თავისი კარიერის განმავლობაში მუშაობდა ისეთ საერთაშორისო კომპანიებსა და წამყვან საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორებიცაა: Societe Generale (სოფია, ბულგარეთი: რისკების შეფასების დეპარტამენტის უფროსი, 1998-2000); HEBROS BANK (საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 2001-2002); 2007-2009 წლებში იყო Intesa Sanpaolo-ს შვილობილი კომპანიის, Banca IMI-ს ინდუსტრიის სპეციალიზებული დაკრედიტების ვიცე-პრეზიდენტი, მოგვიანებით კი, 2009-2014 წლებში გახდა ამავე მიმართულების EMEA-ს რეგიონალური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი; მუშაობდა Societe Generale-ის ლონდონის ფილიალში, რისკების მენეჯმენტის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე, 2014–2015); 2015-2017 წლებში იყო TBC ბანკის საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი / კორპორატიული მომსახურების & SME ბიზნესის რისკების ანალიტიკოსი) 2018 წელს გახდა საერთაშორისო ექსპოზიციის მართვის დეპარტამენტის დირექტორი, Mizuho Bank-ის ლონდონის ფილიალში.
„საქართველოს განვითარების ფონდში“ აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად დანიშვნამდე იყო “საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის” აღმასრულებელი დირექტორი.
არის ვესტმინსტერის ბიზნეს სკოლისა (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და პატრის ლულუმბას უნივერსიტეტის (მოსკოვი, რუსეთი) მაგისტრი საერთაშორისო ფინანსებისა და საერთაშორისო კომერციული სამართლის მიმართულებებით. ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ბულგარულ ენებს.