რუხის სავაჭრო ცენტრი

სტატუსი:
დასრულებული
პროექტის ღირებულება:
$4.4 მლნ

„საქართველოს განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით, სამეგრელოში, სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში აშენდა მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, რომელმაც ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის  საშუალება მისცა. ცენტრში წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები, საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. რუხის სავაჭრო ცენტრი დღეს რეგიონის ერთ-ერთ მასშტაბურ სავაჭრო დაწესებულებას წარმოადგენს.

  • ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რაიონი, სოფელი რუხი
  • გახსნის თარიღი:თებერვალი, 2016 წელი