წარმოება
ამიერკავკასიაში პირველი სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა – „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია „Elbit Cyclon-ის“ ერთობლივი პროექტი. საწარმო საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების მაღალი სტანდარტის შესაბამის ნაწილებს, მათ შორის, თვითმფრინავის კარებებს, აეროდინამიკურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელებს სხვა ნაწილებს ამზადებს.
წარმოება
„საპარტნიორო ფონდის“, ქართული კომპანია „არქი ჯგუფისა“ და გერმანული კომპანია „ქსელა გრუპის“ ერთობლივი პროექტი.
წარმოება
„საპარტნიორო ფონდისა“ და ქართული კომპანია „ICES“-ის ერთობლივი დაფინანსებით, რუსთავში სამშენებლო მასალების, ე.წ. სენდვიჩ პანელების საწარმო გაიხსნა. კომპანია აწარმოებს კედლისა და სახურავების სენდვიჩ პანელებს, რომლებიც განსაზღვრულია მომხმარებელთა ფართო კატეგორიისთვის.
წარმოება
„საპარტნიორო ფონდის“, 100-წლიანი გამოცდილების ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტესა“ და ამავე სახელწოდების ქართული კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეს“ მხარდაჭერით, კასპში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
წარმოება
„საპარტნიორო ფონდისა" და კომპანია „ქარვა კოლხურის“ ერთობლივი პროექტით, საქართველოში პირველად სიმინდის ზეთისა და კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება.