ლოგისტიკა
„საქართველოს განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით, სამეგრელოში, სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში აშენდა მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, რომელმაც ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა.