სათბური „იმერეთი გრინერი“
დასრულებული
$4.8 მლნ
„საქართველოს განვითარების ფონდისა“ და ჰოლანდიური კომპანია „Food Venture“-ის ერთობლივი პროექტი იმერეთში. ასევე, პროექტის პარტნიორები არიან ჰოლანდიური კომპანია „Food venture B.V“, „თიბისი ჯგუფი" და Georgian Fresh holding B.V, რომლებმაც სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით, „შპს იმერეთი გრინერი" დააფუძნეს. სათბურში ამჟამად 50-მდე ადამიანია დასაქმებული.
კომპანიამ წარმატებით დაიწყო სალათის ფურცლის წარმოება ქართულ ბაზარზე და ახლა მომხმარებლებს სხვადასხვა სახეობის მაღალი ხარისხის ბოსტნეულს სთავაზობს. „იმერეთი გრინერი" აწარმოებს ჯანსაღ ქართულ პროდუქციას თანამედროვე ჰოლანდიური ტექნოლოგიების გამოყენებით. უახლესი ჰოლანდიური დიზაინით, „იმერეთი გრინერი" ყველაზე თანამედროვე სათბურია კავკასიაში, რომელიც იყენებს Philips LED განათების სისტემას, რაც განსაკუთრებულად ეფექტიანია ზამთრის პერიოდში. მაღალტექნოლოგიური ჰოლანდიურ-ქართული საწარმო დღეს ბაზარზე ქართული ბოსტნეულის ერთ-ერთ მსხვილი მიმწოდებელია.
- ადგილმდებარეობა: სამტრედიის რაიონი
- გახსნის თარიღი: ივნისი, 2016