ლურჯი მოცვის პლანტაცია

სტატუსი:
დასრულებული
პროექტის ღირებულება:
$ 6.7 მლნ

„საქართველოს განვითარების ფონდისა“ და ქართული კომპანია „ვანრიკ აგროს“ ერთობლივი პროექტი გურიაში. პროექტის ფარგლებში, გაშენდა ლურჯი მოცვის პლანტაციები და შეიქმნა პროდუქტის დახარისხება-შენახვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. პროექტი მოიცავს ლურჯი მოცვის მოყვანას, დახარისხებას, შეფუთვასა და შემნახველი ინფრასტრუქტურის მშენელობას ოზურგეთის რაიონში. 2020 წლიდან პროექტში „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორია შპს „ეფკო“.  

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო, მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. მოცვის მოსავლის 90 პროცენტი ექსპორტზე გადის, მათ შორის, დიდი ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში და ა.შ.

  • ადგილმდებარეობა: სოფელი ლაითური, ოზურგეთის რაიონი
  • სერტიფიკატები: ISO 9001, ISO 22000, GLOBAL G.A.P.
  • ფონდის თანამონაწილეობა: კაპიტალის 42%