„Panex“ – სენდვიჩ პანელების საწარმო
სტატუსი:
დასრულებული
დასრულებული
პროექტის ღირებულება:
$6.3 მლნ
$6.3 მლნ
„საქართველოს განვითარების ფონდისა“ და ქართული კომპანია „ICES“-ის ერთობლივი დაფინანსებით, რუსთავში სამშენებლო მასალების, ე.წ. სენდვიჩ პანელების საწარმო გაიხსნა. კომპანია აწარმოებს კედლისა და სახურავების სენდვიჩ პანელებს, რომლებიც განსაზღვრულია მომხმარებელთა ფართო კატეგორიისთვის: სამშენებლო კომპანიები, კერძო სახლები, არქიტექტორები, დილერები, ინდუსტრიული მშენებლობები. პანელები გამოიყენება ინდუსტრიული მშენებლობისთვის (მაგ: მაცივრები, საწყობები და სხვა). პროექტი იტალიური ექსპორტ-იმპორტის სააგენტო „SACE“-ს ფინანსური ჩართულობით განხრციელდა.
- ფონდის თანამონაწილეობა: კაპიტალის 49 %
- ფინანსური ინსტიტუტები: Intesa Sanpaolo და SACE.
- გახსნის თარიღი: 2015 წ.