ლოპოტას სასტუმრო კომპლექსი
დასრულებული
$20 მლნ
„საქართველოს განვითარების ფონდისა“ და კომპანია „Lopota Tour Service“-ის მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში ლოპოტას ტურისტული კომპლექსი გაფართოვდა.
კახეთის რეგიონში სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტის“ ტერიტორიაზე ლოპოტას ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა უკვე დასრულდა. განახლებული ლოპოტას სასტუმრო კომპლექსის ტურისტული გაფართოების პროექტის ფარგლებში, დამატებით 84-ნომრიანი სასტუმრო, ადმინისტრაციული შენობა, 600-ადგილიანი ღონისძიებების დარბაზი, რესტორანი, ბუნგალო, ფიტნეს კლუბი, დახურული და ღია საცურაო აუზები აშენდა. „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელებული „ლოპოტა სპა რეზორტის“ გაფართოების მესამე ფაზის ფარგლებში კი ტერიტორიაზე „შატო ბუერას“ მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ღვინის საწარმოს და რესტორანს გააერთიანებს.
ლოპოტას სასტუმრო კომპლექსი გაფართოებამდე 102 სასტუმრო ოთახს მოიცავდა. ტერიტორიაზე ამჟამად ფუნქციონირებს სპა ცენტრი, კახური რესტორანი, ღვინის რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ღია ბუნგალოები, გრილ კუთხე, All Day Dining რესტორანი, ღამის კლუბი, საჯინიბო და სხვადასხვა ტიპის გასართობი საშუალებები. სასტუმრო ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 250 ადამიანი, საიდანაც 180 ადგილობრივი კადრია.
- ადგილმდებარეობა: კახეთი, თელავი, ნაფარეული
- გახსნის თარიღი: 2017 წელი