ლიკანის რეზიდენციის რეაბილიტაციის პროექტი

სტატუსი:
მიმდინარე პროექტი
პროექტის ღირებულება:
$771,000

„საქართველოს განვითარების ფონდი“ მეცხრამეტე საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ლიკანის კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციას ახორციელებს. კომპლექსი რომანოვების სასახლეს, ორანჟერეას, სასტუმროს, ყოფილ სამთავრობო რეზიდენციასა და საკონფერენციო დარბაზს მოიცავს. ამ დროისათვის რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა.  პროექტის კონცეფცია მეცნიერულ კვლევებსა და ისტორიულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით  შემუშავდა, რომლის მიხედვით, ისტორიული კომპლექსი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში მისი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მნახველს ექნება. ავთენტურობის დაცვით აღდგება XIX საუკუნის ბოლოს აგებული ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა, სასახლეში კი მოეწყობა მუზეუმი. კომპლექსის ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყობა სასტუმო, საკონფერენციო დარბაზი, ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა და საფეხმავლო ხიდი. მოხდება ისტორიული პარკის კეთილმოწყობა და დენდროლოგიური გეგმის განხორციელება და ლიკანის ისტორიული კომპლექსი საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი გახდება.