სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი"
სტატუსი:
დასრულებული
დასრულებული
პროექტის ღირებულება:
$48 მლნ
$48 მლნ
ცნობილი კურორტის, ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და ბალნეოლოგიური ცენტრი აშენდა. „საქართველოს განვითარების ფონდმა“ „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილი კომპანიის ყაზახი მფლობელებისგან 2018 წლის ივნისში წარმატებული გარიგების საფუძველზე გამოისყიდა; რამდენიმე თვით ადრე კი, კომპანია „რიქსოსი“, რომელიც სასტუმროს მართვაში 2015 წლის თებერვლიდან იყო, მართვიდან გავიდა.
სასტუმრო დღემდე „ბორჯომი ლიკანის“ სახელით ოპერირებს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი დღეს „საქართველოს განვითარების ფონდია“. ფონდმა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ საინვესტიციო პაკეტი გაამზადა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა მისი პრივატიზებისთვის. ინტერესთა გამოხატვის მიზნით, პაკეტი უკვე ინვესტორებთან არის დაგზავნილი.