დავით საგანელიძემ ჩინეთის მესამე საერთაშორისო იმპორტის ექსპოს გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

06 ნოემბ 2020 0 174

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის მესამე საერთაშორისო იმპორტის ექსპოს (CIIE) გახსნის ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

2020 წლის ექსპოს მთავარი თემა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პრინციპების დაცვა და ეკონომიკების უფრო მეტი გახსნილობაა. ღონისძიება წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ინვესტიციების ხელშეწყობის, კულტურული გაცვლის, მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისათვის და მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესებზე.

საერთაშორისო ექსპოზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინფინი დამსწრეების წინაშე ვიდეო მიმართვით გამოვიდა. ონლაინ-ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ასევე, 40-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა, სახელმწიფო მეთაურებმა, ვიცე-პრემიერებმა და მინისტრებმა, მათ შორის, ესპანეთის სამეფოს, სერბეთის, ჩილეს, პაკისტანის, უზბეკეთის პრეზიდენტებმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ცნობილი ექსპერტები, მეცნიერები, მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელოი პირები და დიპლომატიური კორპუსის წევრები.  

შანხაის იმპორტის ექსპო წელს მესამედ ტარდება. 2018 – 2019 წლებში საქართველო მასშტაბურ გამოფენაზე სპეციალური პავილიონითა და რამდენიმე ათეული ქართული კომპანიის სტენდით იყო წარმოდგენილი. შედეგად, გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანწილად აისახა ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვასა და ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებზელზე.

შეგახსენებთ, 2019 წელს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინურ კომპანია „DLG International Trade Group“-ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს ჩინური მხრიდან საქართველოსთვის ჩინეთის ბაზარზე დასაფუძნებლად საჭირო კონსულტაციების, ადამიანური რესურსისა და მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე, ლოჯისტიკის, დისტრიბუციის, შესყიდვა-გაყიდვის მიმართულებით ხელშეწყობასა და დაინტერესებული ჩინური კომპანიების საქართველოში საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიებაში დახმარებას.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები