თსუ-ის სტუდენტები სტაჟირების გავლას „საქართველოს საპარტნიორო ფონდში“ შეძლებენ

11 მარ 2024 0 1394

   

„საქართველოს განვითარების ფონდსა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს „საქართველოს განვითარების ფონდში“ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების შეთავაზებას, რაც მომავალში მათ პროფესიული უნარების განვითარებაში დაეხმარება. შეთანხმების ფარგლებში, ფონდში  სასწავლო პრაქტიკას წელიწადში არანაკლებ 10 სტუდენტი გაივლის.

“მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერეთ თსუ-სთან თანამშრომლობის მემორანდუმს. უნივერსიტეტის სტუდენტები თავიანთი თეორიული ცოდნის გამყარებას პრაქტიკული საქმიანობით „საქართველოს განვითარების ფონდში“ შეძლებენ. ფონდს სხვა უნივერსიტეტებთან მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილობა უკვე გააჩნია და მომავალშიც გავაგრძელებთ ნიჭიერი ახლაგზარდების მხარდაჭერას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით”.- განაცხადა “ საქართველოს განვითარების ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას თქმით, მემორანდუმის ფარგლებში ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდება: „საქართველოს განვითარების ფონდი ერთ-ერთი უძლიერესი ინსტიტუციაა ქვეყანაში და ამ ინსტიტუციასთან თანამშრომლობა წაადგება როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ისე ფონდის საქმიანობას.”- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას „საქართველოს განვითარების ფონდის” წარმომადგენლები, თსუ-ს რექტორატი, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები