დავით საგანელიძემ შანხაიში ჩინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან საქმიანი საუბრები გამართა

05 ნოემბ 2019 0 5365

   

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში იმყოფება და საქმიან შეხვედრებს მართავს. 

ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და საქართველო–ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის ხელძღვანელი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ საქმიანი საუბრები გამართა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ასევე, ჩინეთის კომერციის მინისტრ ჭონგ შანსთან და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ი-სთან.

„საპარტნიორო ფონდისა“ და მისი მენეჯმენტის შანხაიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება მაღალი რანგის შეხვედრები ჩინეთის სამთავრობო და ბიზნეს წრეებთან, კერძო და სახელმწიფო კომპანიებთან, აგრეთვე, პოტენციურ ინვესტორებთან.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები