„საპარნტიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებული სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული გახდა

05 თებ 2021 0 381

   

„საპარნტიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებული სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული გახდა. ჟიურის შეფასებისა და ონლაინ ხმის მიცემის შედეგების საფუძველზე, „ბორჯომი ლიკანი“ დაჯილდოვდა ნომინაციაში „საუკეთესო 4 სეზონის ტიპის სასტუმრო მთაში“.  

პანდემიით გათვალისწინებული გარემოებების გათვალისწინებით, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების „Welcome to Georgia!“-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა მარინა ჩაიკამ პრიზი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ დირექტორს, კობა აბულაძეს „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გადასცა.  

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დამსვენებლებისგან და ტურიზმის დაჯილდოების კომპეტენტური ჟიურისგან უმაღლესი შეფასებები მივიღეთ და წელსაც გავხდით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნომინაციის გამარჯვებული. ჩვენი სასტუმრო მრავალფეროვან და განსხვავებულ სერვისს სთავაზობს დამსვენებლებს წლის ოთხივე სეზონზე, ასევე, განსაკუთრებული პროგრამა გვაქვს შემუშავებული სარეაბილიტაციოდ მათთვის, ვინც კოვიდ-19 გადაიტანა. ამგვარი ჯილდოს აღება ჩვენთვის და მთელი პერსონალისთვის დიდი სტიმულია“, განაცხადა კობა აბულაძემ.

შეგახსენებთ, 2018 წელს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალურ ცერემონიალზე სასტუმრო „ბორჯომი ლიკანმა“ ჯილდო საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმროს ნომინაციაში აიღო. „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები