„საპარტნიორო ფონდს“ სლოვაკეთის დელეგაცია ეწვია
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში სლოვაკეთის რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო.
ფონდში გამართულ გაცნობით შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპატიო კონსული სლოვაკეთის რესპუბლიკაში ნოდარ გიორგაძე, ასევე სლოვაკეთის ქალაქების (ბეშენოვას, შტიავნიჩკას, ლიპტოვსკა წეპლას, ლიპტოვსკა ლუჟნას, ლუბოხნას, ლიპტოვსკი ჰრადოკის, ლიპტოვსკი შტიანვიცას) მერები, სლოვაკეთის წყალმომარაგების რეგიონული თავმჯდომარე, საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე და სხვები.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დელეგეციის წევრებს ფონდის მიერ სხვადასხვა სექტორში განხორციელებული პროექტები გააცნო და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.
0