„საპარტნიორო ფონდს“ კატარის დელეგაცია ეწვია

12 სექტ 2022 0 1490

   

საპარტნიორო ფონდს „Qatar Investment Authority“-ის დელეგაცია ეწვია. ფონდში გამართულ გაცნობით შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებმა გიორგი ხელაიამ და ვახტანგ ჯორბენაძემ, ასევე, ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხორავამ.

შეხვედრაზე „Qatar Investment Authority“-ის დელეგაციის ხელმძღვანელი რეგიონული ბიზნეს განვითარების დირექტორი მუბარაქ აბდულაზიზ ალ-ხულაიფი ფონდის პორტფელითა და საინვესტიციო საქმიანობით დაინტერესდა. „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს ფონდის მიერ სხვადასხვა სექტორში განხორციელებული პროექტები გააცნო და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და ფონდთან თანამშომლობის პერპექტივების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ყატარის რესპუბლიკის  საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თორნიკე ფარსეღაშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები