„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია სლოვაკეთში საქმიან შეხვედრებს მართავს

29 მარ 2023 0 1269

   

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის გიორგი ხელაიას ხელმძღვანელობით, სლოვაკეთში საქმიან შეხვედრებს მართავს.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ხელაია, ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი დიმიტრი ხორავა და ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი იოსებ მამუკელაშვილი შეხვდნენ სლოვაკეთის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია Slovak Investment Holding-ის მთავარ საინვესტიციო ოფიცერსა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს პიტერ დიტრიხს, ფინანსურ დირექტორს მილოშ იეშკოს. „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა სლოვაკ კოლეგებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნეს და ფონდის საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

„საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა, ასევე, გამართეს სამუშაო შეხვედრა სლოვაკეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან მარიან იანოცკოსთან და სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან. შეხვედრაზე მხარეებმა ფონდსა და ექსიმბანკს შორის თანამშრომლობის გაფართოების კონკრეტული მიმართულებები და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს; ასევე, იმსჯელეს გაფართოებული შეხვედრის ორგანიზების შესახებ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სლოვაკეთის ექსიმბანკის, სლოვაკეთისა და საქართველოს კერძო  სექტორის, ორივე ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროებისა და „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლები. „საპარტნიორო ფონდის“ საქმიან შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა საქართველოს საპატიო კონსული სლოვაკეთში ნოდარ გიორგაძე.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები