„საპარტნიორ ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმს დაესწრო
01 ნოემბ 2017
0
3334
„საპარტნიორ ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმს დაესწრო და ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოაწყო. საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ჩატარდა.
ფორუმში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ფორუმს საქართველოსა და ესტონეთის მთავრობების, საერთშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმში საქართველოსა და ესტონეთის 100-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ესტონეთის ბიზნესდელეგაცია საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს.
"სულ რაღაც ოც წელიწადში ეს პატარა სახელმწიფო მწირი რესურსებითა და სავალალო საბჭოთა მემკვიდრეობით, იქცა გლობალური დემოკრატიისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მოთამაშედ და გლობალურ ლიდერად, თავისი ღიაობისა და ინოვაციების წყალობით. თავისი მიზანმიმართულობით, სამუშაო ეთიკითა და სიმტკიცით, ესტონეთმა საყოველთაო პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა, როგორც მისაბაძმა მაგალითმა ბევრი ჩვენგანისთვის. შესაბამისად, გამოვთქვამთ იმედს, რომ შევძლებთ არა მხოლოდ ესტონური ინვესტიციების და ნოუ-ჰაუს მოზიდვას, არამედ მისი ხედვის ადაპტირებასაც”, - განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმს „საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დანელია და ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნინო ჩოლოყაშვილი დაესწრნენ.
0