„საქართველოს განვითარების ფონდმა“ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია BR Capital-ს უმასპინძლა

25 ოქტ 2024 0 121

   

„საქართველოს განვითარების ფონდში“ მენეჯმენტსა და  საერთაშორისო კომპანია BR Capital-ის წარმომადგენლებს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. BR Capital-ი, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან მხარს უჭერს Blockchain, Crypto, Web3 ბიზნესებს და მათში ინვესტირებას.

კომპანიის გენერალურმა პარტნიორებმა ვლადისლავ მარტინოვმა და ლაუ გეკლერმა ფონდის მენეჯმენტს მიმდინარე პროექტებთან ერთად, WEB 3-ში BR Capital-ის მიერ შემუშავებული ინვესტირების სამსაფეხურიანი მიდგომა და მოქნილი ინვესტირებისთვის შემუშავებული სტრატეგიები გააცნეს.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა BR Capital-ის წარმომადგენლებს ფონდის მიერ პროექტების დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა მაღალტექნოლოგიურსა და ინოვაციურ მიმართულებებზე.

საქმიან შეხვედრას ფონდის მხრიდან ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ვახტანგ ჯორბენაძე, ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი დიმიტრი ხორავა და ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი იოსებ მამუკელაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ Web3 არის ერთ-ერთი გამორჩეული ახალი ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს ინტერნეტის განახლებულ თაობას, მისი მთავარი ნიშა კი, დეცენტრალიზებულობასა და დამოუკიდებელობაში მდგომარეობს.

 

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები