საქართველოს განვითარების ფონდსა და ყაზახეთის მეწარმეობის განვითარების ფონდ „დამუს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

20 სექტ 2024 0 104

   

საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი  ასტანაში გამართულ საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომას დაესწრო. სხდომის ფარგლებში, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა  საქართველოს განვითარების ფონდსა და ყაზახეთის მეწარმეობის განვითარების ფონდ „დამუს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა. მემორანდუმის მიზანია ორი ქვეყნის სახელმწიფო ფონდს შორის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ერთობლივი პროექტების შექმნა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.

ასტანაში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის თანათავმჯდომარეობით ჩატარებულ სხდომას საქართველოს განვითარების ფონდის მხრიდან, ასევე ესწრებოდა ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი დიმიტრი ხორავა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ საკითხთა ვრცელი სპექტრი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგამბულობა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი, ინვესტიციები და სხვ.

აღნიშნული მემორანდუმი მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯია მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისთვის ორი ქვეყნის სახელმწიფო ფონდს შორის თანამშრომლობის გასაღრმავლებლად. მემორანდუმი ითვალისწინებს კომერციული, სამრეწველო და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროებში ურთიერთგამოცდილების გაზიარებით ერთობლივი პროექტების შექმნის ხელშეწყობას. ამ თანამშრომლობის საბოლოო მიზანია მეწარმეობის გაძლიერება, განვითარება, როგორც საქართველოში, ასევე ყაზახეთში“-განაცხადა საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა. 

 

ReplyForward

Add reaction

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები