„საპარტნიორო ფონდს“ ისრაელის კომპანია Frank Group-ის დელეგაცია ესტუმრა

21 ოქტ 2017 0 2389

   

„საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ფონდში ისრაელის კომპანია Frank Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ეიად ფრანკი მიიღო. 

Frank Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეიად ფრანკმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონში ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვენის მნიშვნელობას. აქცენტი გააკეთა საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის არსებობაზე და განაცხადა, რომ წარმოების განვითარებისთვის საქართველოში საუკეთესო პიპრობებია.

შეხვედრაზე კომპანია Frank Group-ის დელეგაციის წევრებმა „საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტს საკუთარი საქმიანობისა და მუშაობის ძირითადი პრინციპების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ, „საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტმა Frank-Group-ის წარმომადგენლებს ფონდის სტრატეგია, მანდატი და მიმდინარე პროექტები გააცნო.

ფონდში გამართულ შხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს და ქვეყანაში ერთობლივი პროექტების განხორცილების შესაძლებლობები განიხილეს. ისრაელის კომპანია საქართველოს ინდუსტრიისა და ტურიზმის სფეროში ინვესტირებით ინტერესდება და ქვეყანაში Frank Group-ის წარმოების დაწყებას გეგმავს.

ისრაელის მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრები, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, მთავრობის სხვა წევრებთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან გამართა. 

Frank Group-ის შესახებ:

Frank Group-ი 200-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ჰოლდინგია. ისრაელის მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი ძირითად საქმიანობას წარმოების, უძრავი ქონების, ტურიზმის, მაღალი ტექნოლოგიებისა და სამშენებლო სფეროში ახორციელებს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები