დავით საგანელიძის ვიზიტი ჩინეთში დასრულდა

17 ნოემბ 2015 0 2117

   

საქართველოს დელეგაციამ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში ვიზიტი დაასრულა. დელეგაციის წევრებმა პეკინში საქმიანი შეხვედრები გამართეს ჩინეთის ფინანსური და ეკონომიკური პროფილის ორგანიზაციებში, სადაც დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის საქმიანობასა და მის ბაზაზე ახალი საფინანსო ინსტიტუტის ფორმირებაზე ისაუბრა. შეხვედრები გაიმართა ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიაშიჩინეთის ეროვნული ინტელექტუალურისაკუთრების უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში, სადაც ჩინურმა მხარემ ქართული ღვინისადგილწარმოშობის დასახელების ჩინეთში რეგისტრაციის ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა. ჩინეთის ეროვნული ექსპორტ-იმპორტის კორპორაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტებირომლის განხორციელებაც საპარტნიორო ფონდთან ერთად ახლო მომავალში იგეგმებადავით საგანელიძექართულ დელეგაციასთან ერთად ჩინეთის ინდუსტრიულ-კომერციულ ბანკს ეწვია, სადაც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს განვითარების კორპორაციის კონცეფციაზე ისაუბრა და ჩინურ მხარეს ევროპის საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ახალი უწყების ფორმირებების პროცესში ჩართვა შესთავაზა. „საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ყოველთვის იყო აზიისა და ევროპისდამაკავშირებელი ხიდიშესაბამისად ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის აღიარებით და ევროპასთან ინტეგრაციით შესაძლებელი იქნება საერთო სარგებლისმიღებაროგორც ევროპის ასევე აზიისთვის", განაცხადა დავით საგანელიძემ.  საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ასევე ჩინეთის „აბრეშუმისგზის ფონდში", „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში", „ჩინეთის განვითარების ბანკში". ჩინელი პარტნიორები მიესალმებიან საქართველოში ახალი საფინანსო ინსტიტუტის შექმნის განზრახვას და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ფორმირების პროცესში.  ჩინეთის განვითარების ბანკის" გენერალურიდირექტორის განცხადებითგანვითარების კორპორაციის დაარსების შემთხვევაში ბანკის დირექტორთა საბჭო ახალი საფინანსო ინსტიტუტის აქციათაპაკეტში თანამონაწილეობის საკითხსაც განიხილავს.  საქართველოსდელეგაცია ეწვია ჩინეთის კუანტუნის პროვინციის ქალაქებს, სადაც  შეხვედრები გაიმართა თაივანის ინდუსტრიული ზონის ადმინისტრაციაში. რეგიონში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აგრარული მეურნეობა და სათბურებიიახტების სამშენებლო კომპანია. დავით საგანელიძემ გამოთქვა ინიციატივა ანაკლიაში ანალოგიური იახტების საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით. დელეგაციამქალაქის ვიცე მერთან ერთად ასევე დაათვალიერა ყველაზე დიდი ეკოპარკიჩინურმა მხარემ საქართველოში ანალოგიური პროექტებისგანსახორციელების მზადყოფნა გამოთქვეს. დელეგაციის წევრები კუანტუნის პროვინციის საერთაშორისო ვაჭრობისა და ღვინის ინდუსტრიულ კორპორაციასესტუმრნენკორპორაციის გენერალურმა მდივანი ტაი ლი ძუანი მიესალმა ქართული ღვინის რეგიონში შეტანის იდეას და ქართული მხარე საერთაშორისოექსპოზიციაზე მიიწვიასაქართველოს დელეგაციამ დასკვნითი შეხვედრა კუანტუნის პროვინციის ქალაქ შენჭენშიუმსხვილეს სატელეკომუნიკაციოინოვაციების კომპანია ZTE-სთანგამართასაპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და კომპანიის გენერალურმადირექტორმა იანგძინიმ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.კომპანია მზად არის საპარტნიორო ფონდთან ერთად საქართველოში დაიწყოსინოვაციური ტექნოლოგიების განხორციელება და დანერგვა.  კოალიცია „ქართული ოცნებისდელეგაცია საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელიდირექტორის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები