საპარტნიორო ფონდმა სამტრედიაში სასათბურე მეურნეობის პროექტი დაიწყო
საპარტნიორო ფონდმა Georgian Fresh Holding B.V- თან ერთად სამტრედიაში სასათბურე მეურნეობის გაფართოების პროექტი დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს სათბურის მშენებლობას დამატებით 1, 5 ჰექტარზე, სადაც დაახლოებით 700 ტონა სხვადასხვა სახის ბოსტნეულის მოყვანა არის დაგეგმილი. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, თუმცა არსებობს ექსპორტის პოტენციალი მეზობელ ქვეყნებში. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4,2 მლნ. ევროა, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კი 1,4 მლნ. ევროს შეადგენს. სასათბურე მეურნეობის გაფართოების მიზანია დაბალხარისხიანი იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლება. კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 23 ადამიანი, ხოლო გაფართოების შემდგომ დასაქმებულთა რაოდენობა 40 -მდე გაიზრდება. Georgian Fresh Holding B.V-მა სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით შპს „იმერეთი Greenery” შექმნა. კომპანიამ სამტრედიის სასათბურე მეურნეობაში თებერვლიდან დაიწყო სხვადასხვა ტიპის სალათის ფურცლის მოყვანა, რომლის წლიური წარმადობა 160 ტონაა.
0