დავით საგანელიძე PABSEC-ის გენერალურ ასამბლეაზე

27 ოქტ 2015 0 1680

   

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე PABSEC-ის პლენარულ სესიაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და აბრეშუმის გზის ფორუმში ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა დავით საგანელიძემ საერთაშორისო ორგანიზაციებს და წევრი ქვეყნების პარლამენტარებს ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას, დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ფონდის მთავარი ამოცანა საქართველოში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროების განვითარების ხელშეწყობაა, რაც ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოიწვევს. PABSEC-ის პლენარულ სესიაზე დავით საგანელიძემ სხდომის მონაწილეებს ასევე საქართველოს ეკონომიკური მონაცემები გააცნო. „2016 წელს საქართველოს რეალური მშპ-ს ზრდა ერთ-ერთი წამყვანი იქნება რეგიონში. საქართველოს რეგიონში საუკეთესო პოზიცია აქვს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში და კორუფციისაღქმის ინდექსში. აღნასიშნავია ისიც, რომ რეგიონში არსებული კრიზისის მიუხედავად ქვეყანაში საკრედიტო რეიტინგი არ შემცირებულა," განაცხადა დავით საგანელიძემ. პლენარულ სესიაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირეტორმა ფონდის სამომავლო გეგმებსა და საქართველოს „აბრეშუმის გზა-ეკონომიკური სარტყელის" პროექტში ჩართულობის შესახებ ისაუბრა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები