K Water-ის ვიცე პრეზიდენტი საპარტნიორო ფონდში
საპარტნიორო ფონდს ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანია K Water-ის ვიცე პრეზიდენტი ბიანგ სეუბ ჩოი და საქართველოში კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებმაფონდის მენეჯმენტისგან მოისმინეს ინფორმაცია ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურისპროექტის მიმდინარეობის შესახებ. ნენსკრა ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოებიშემოდგომაზე დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს გზის მშენებლობა და გეოლოგიურისამუშაოების ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებისთვის. ჰესის სამშენებლოსამუშაოებს იტალიური "Salini Impregilo” ახორციელებს. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი მესტიაში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ დოლარია. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მომავალი თანამშრომლობისგანვითარებაზე ისაუბრეს. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სტუმარს ფონდის სტრატეგია გააცნო, მაშ შორის ისაუბრა სოფლის მეურნეობის პრიორიტეტსა და ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე.
0