ევროპალატის პრეზიდენტი საპარტნიორო ფონდში
საპარტნიორო ფონდში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ევროპალატის პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დავით საგანელიძემ და რიჩარდ ვებერმა საპარტნიორო ფონდისა და ევროპალატის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივად დაიგეგმოს ფართომასშტაბიანი ღონისძიება, რომელშიც ევროპალატის წევრი პალატების და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. 1958 წელს დაარსებული ევროპალატა ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას წარმოადგენს. მასშიგაწევრიანებულია 45 პალატა, მათ შორის ევროპული და ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების ფედერალური პალატები. ევროპალატა ამ დროისთვის 1700 რეგიონალურ პალატას და 20 მილიონ ბიზნეს კომპანიას ფარავს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2000 წლიდანევროპალატის წევრია და როგორც არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს. საქარველო წარმოდგენილიაევროპალატის დირექტორთა საბჭოშიც, (საქართველოს პალატის პრეზიდენტი არჩეული იქნა ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად 2015 წლისოქტომბერში). რიჩარდ ვებერი 2013 წლიდან ევროპალატის პრეზიდენტია. ამავდროულად ის არის "Karlsberg Brauerei KG Weber” -გერმანული ლუდისმწარმოებელი და „Mineralbrunnen Überkingen / Teinach AG" -მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიების მფლობელი. ბანკის "Bank 1 Saar” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.იყო ევროპისა "Brewers of Europe” და გერმანიის "Deutscher Brauerbund” ლუდის მწარმოებელთა ასოციაციებისპრეზიდენტი.
0